მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამერიკის სავაჭრო პალატა" სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამას იწყებს

ამერიკის სავაჭრო პალატა

"ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham) და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC Georgia), სიხარულით გაცნობებთ, რომ ვიწყებთ სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთათვის" - ამის შესახებ განცხადებას "ამერიკის სავაჭრო პალატა" საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

განცხადების თანახმად, AmCham-ის წევრი კომპანიები უნივერსიტეტის სწავლის საფასურსა და  საცხოვრებელი ხარჯების ნაწილს 25-30 სტუდენტისთვის ბაკალავრიატის 4 წლის განმავლობაში დაფარავენ. საუბარია იმ სტუდენტებზე, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო მიზნობრივი სოციალური დახმარებით, რომლებსაც უმაღლესი ქულები აქვთ უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში.

"ყველა ეს სტუდენტი უნდა წარმოადგენდეს ოჯახს, რომლებიც იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობისგან. დაფინანსების ფარგლებში მოხდება სწავლის საფასურის 100%-ის დაფარვა და ასევე ცხოვრების ხარჯების ნაწილობრივი უზრუნველყოფა. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს შესთავაზებენ დახმარებას რიგ საკითხებში. როგორიცაა, რეკომენდაციები სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, სტაჟირების პროგრამა ასოციაციის წევრ კომპანიებთან და სხვ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისთანავე, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ამერიკის სავაჭრო პალატა" საქართველოში 25 წლის წინ შექმნილი ბიზნეს-ასოციაციაა. მაკლეინის ასოციაცია კი 2008 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანი საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები