მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაგისტრანტების სტიპენდია 1 000 ლარამდე გაიზარდა - განაცხადების მიღება დაიწყო | თბილისის მერია

სტუდენტი

თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტების ფინანსური წახალისების მიზნით განაცხადების მიღება იწყება. 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე თითოეული სტუდენტი დედაქალაქის მერიისგან 1 000 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, დედაქალაქში მოქმედმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა საუკეთესო შედეგების მქონე მაგისტრანტების მონაცემები თბილისის მერიას დღეიდან 24 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, სტიპენდიის ოდენობა თითქმის გაორმაგდა - 562 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა.

„განვაგრძობთ თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება ყველაზე მყარი საფუძველია, რომელზეც დგას ახალგაზრდების წარმატებაც და დედაქალაქის განვითარებაც. განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული თაობა არის ის ძალა, რაც ჩვენს დედაქალაქს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და მიმზიდველ ქალაქად აქცევს.

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ყოველ სემესტრში, მაგისტრანტებისთვის თბილისის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდიის ოდენობა 562 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა. იმედია, იმედია, სტიპენდიის გაზრდილი ოდენობა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს, მათ შრომასა და მიღწევებს სათანადოდ დააფასებს და პროგრამით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები