მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიის და ავტოჩიპების გლობალური დეფიციტით გამოწვეული შენელებული გაყიდვებისა, გასულ წელს აშშ-ში ავტომობილები მაინც საკმაოდ მოთხოვნადი იყო. 50-დან 48 შტატში 2020 წელს ყველაზე გაყიდვადი - სატვირთო მანქანა ან ჯიპი იყო. ინფორმაციას "ვიზუალ კაპიტალისტი" ავრცელებს.
2020 წლის გაყიდვების ლიდერად Ford F-სერიის ავტომობილები დასახელდა - ის ამერიკის შტატების 60%-ში იკავებს დომინანტ პოზიციას. რეიტინგის მეორე და მესამე ადგილებს, შესაბამისად, Chevrolet Silverado-ს და Ram 1500-3500 სერიების მანქანები იკავებს.
იმის მიუხედავად, რომ მანქანების ამერიკელ მწარმოებლებს ყველაზე ბევრი “ბესტ სელერი” ავტომობილი ჰყავს შტატებს შორის, უცხოელი მწარმოებლები მაინც ახერხებენ მათთვის კონკურენციის გაწევას. 11 შტატში იაპონურ მწარმოებლებს - Toyota-ს და Honda-ს ყველაზე მეტი გაყიდული მანქანა დაუგროვდა. ორივე ბრენდი ყველაზე პოპულარული კალიფორნიაში, ფლორიდაში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონშია.
მართალია, შტატებში ყოველდღიურად უამრავი ავტომობილი იყიდება, თუმცა 2020 წლის ყველაზე გაყიდვადი მანქანების რეიტინგში მხოლოდ 7 მწარმოებელი მოხვდა. ესენია:
Ford
Ram
Chevrolet
Toyota
Honda
Subaru
Jeep.