მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულ ბირჟაზე დასალისტად SHEIN-ი ჩინეთის მთავრობისგან ნებართვის მიღებას ცდილობს

SHEIN

როგორც ნოემბრის ბოლოს გახდა ცნობილი, ჩინური ონლაინმაღაზია SHEIN-ი, რომელიც სწრაფი მოდის, ე.წ. Fast Fashion-ის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმაა მსოფლიოში, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დასალისტად ემზადება, მაგრამ ამისთვის, როგორც ირკვევა, ჩინეთის ხელისუფლებისგან ნებართვის მიღებას ცდილობს. ამ პროცესმა, შესაძლოა, SHEIN-ის IPO-ს პროცესი კიდევ უფრო გაართულოს, რომელმაც ამერიკელი კანონმდებლების მხრიდან წამოსული წინააღმდეგობის ფონზე, ისედაც გაურკვეველი ტრაექტორია მიიღო.

კონგრესის ორპარტიულმა ჯგუფმა, როგორც იცით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელ კომისიას წერილით მიმართა, რომლითაც მარეგულირებელს მოუწოდა კომპანიის პირველადი საჯარო განთავსება მანამ დაბლოკოს, სანამ კომპანია იძულებითი შრომის პოლიტიკას არ აღმოფხვრის.

უკანასკნელი საინვესტიციო რაუნდის დროს, SHEIN-ი $66 მილიარდად იყო შეფასებული, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სტარტაპად აქცევს, მაგრამ პირველადი საჯარო განთავსების, იგივე IPO-ს დროს, როგორც წესი, კომპანიის შეფასება მკვეთრად იმატებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ SHEIN-ი ჯერ კიდევ 2008 წელს, ჩინეთში დაფუძნდა, მაგრამ მას შემდეგ, კომპანია რადიკალურად გაიზარდა და დღეს, მისი სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს. კომპანიის არსი და შესაბამისად ბიზნესმოდელი ისაა, რომ SHEIN-ზე მოდური ტანსაცმელი იაფად იყიდება, რის გამოც ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მას ძალიან ხშირად სტუმრობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები