ამერიკულ საფონდო ბირჟაზე Ripple Labs-ის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტის, XRP-ის პირველი სავაჭრო ფონდი წარმატებით გაეშვა.
ETF-ის სავაჭრო სიმბოლო XXRP-ია და ის 2x Long Daily XRP-ის სახელითაა ცნობილი, ანუ ეს ფონდი ორმაგი მარჟითაა შედგენილი და მისი ფასის ცვლილება 2-ჯერ აღემატება უშუალოდ კრიპტოაქტივის საბაზრო დინამიკას.
როგორც ცნობილია, დებიუტის პირველ დღეს ზემოხსენებული ETF-ის ტრეიდინგის მოცულობამ 5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მას წილს ერთ-ერთ საუკეთესო დებიუტად აქცევს.
აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ XRP-ის ETF-ების გამოშვებაზე სხვა აქტივების მმართველი კომპანიებიც აქტიურად მუშაობენ, რადგან კრიპტოვალუტის მიმართ ინვესტორების ინტერესი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა ორგანომ Ripple-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა და XRP-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა დასრულდა.