მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულ კომპანია Concentrix-ში საგამოძიებო სამსახური შევიდა - Tv „პირველი“

საგამოძიებო

Tv „პირველის“ ინფორმაციით, ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

აღნიშნულს tv “პირველთან“ კომპანიის თანამშრომლებიც ადასტურებენ.

"მიზეზი არ უთქვამთ, რატომ შემოვიდნენ. გვითხრეს, სავარაუდოდ, დღეს ვერ შეხვალთ ოფისშიო" - ამბობს tv "პირველთან" ერთ-ერთი თანამშრომელი.

BMG ცდილობს დაუკავშირდეს ფინანსთა სამინისტროს და ასევე, საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურს, მაგრამ ჯერჯერობით, არ გვპასუხობენ.

მასალას ინფორმაციის მიღებისთანავე განვაახლებთ.

შეგახსენებთ: ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია Concentrix-ი საქართველოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, 2021 წელს შემოვიდა.

Concentrix-ი მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს აწვდის; ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელ. ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. იგი საკუთარი მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და მსოფლიოს მასშტაბით 250,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები