მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულ კომპანიებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს

5e32823817d9a
BM.GE
30.01.20 11:10
894
ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭომ და აშშ – აზერბაიჯანის სავაჭრო პალატამ (USACC) აშშ – ის კომერციული დეპარტამენტის სერთიფიცირებული სავაჭრო მისიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლეს. სერთიფიცირებული სავაჭრო მისია 2020 წლის 5-10 აპრილს გაიმართება საქართველოსა და აზერბაიჯანში. ინფორმაციას ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და საქართველოს დესპანმა აშშ-ში გიორგი ციკოლიამ სტუმრებს საქართველოს პოტენციალი გააცნეს, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს და ევროკავშირში, თურქეთში, დსთ-სა და ჩინეთში თავისუფალ ვაჭრობაზე წვდომას სთავაზობს.

აზერბაიჯანის მხრიდან, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ანარ ქარიმოვმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ფართო ეკონომიკურ პოტენციალს.

ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო და აშშ - აზერბაიჯანის სავაჭრო პალატა აშშ-ის კომერციულ დეპარტამენტთან ერთად რეგულარულად აწყობს ამერიკის სერთიფიცირებულ სავაჭრო მისიას საქართველოსა და აზერბაიჯანში დაინტერესებული ამერიკული კომპანიებისათვის.

სავაჭრო მისიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ კერძო ბიზნესის შესაძლებლობზე; გაეცნონ სამთავრობო პროექტებს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით; შეხვდნენ ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ადგილობრივი, აშშ – სა და გლობალური კომპანიების ლიდერებს; მოიძიონ და გაეცნონ ახალ შესაძლო პარტნიორებს, მომხმარებლებს, სამთავრობო შესყიდვების წარმომადგენლებსა და აგენტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები