მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულ McDonald’s-ში ორმაგი “ბიგ მაკი” გაიყიდება

ორმაგი ბიგ მაკი

ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესმა სარესტორნო ქსელმა, McDonald’s-მა მენიუში სიახლე დანერგა და ლეგენდარული ბურგერის, “ბიგ მაკის” ორმაგი ვერსია გამოუშვა. ახალი ბურგერები McDonald’s-ის ამერიკულ რესტორნებში 24 იანვრიდან, გარკვეული ლიმიტირებული დროით გამოჩნდება. როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, ორმაგი “ბიგ მაკი” მომხმარებლებს ორმაგ სიამოვნებას შესთავაზებს, რადგან ინგრედიენტები და სოუსი, უცვლელი იქნება.

"ბიგ მაკი”, როგორც იცით, McDonald’s-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბურგერია, რომელიც პირველად 1967 წელს, პიტსბურგში მდებარე რესტორნებში გამოჩნდა, მაგრამ შემდეგი წლიდან ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებს, შემდეგ კი მთელ მსოფლიოს მოედო. კონკრეტულად რამდენი “ბიგ მაკი” იყიდება ყოველწლიურად, უცნობია, მაგრამ არსებობს 2007 წელს, McDonald’s-ის პრესპიკერის, დანია პრაუდის მიერ გავრცელებული სტატისტიკა, რომლის თანახმად, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, წლიურად, 560 მილიონი “ბიგ მაკი” იყიდება.

ამგვარი პოპულარობის გამო, “ბიგ მაკი”, ხშირად, ამერიკული კაპიტალიზმის სიმბოლოდ ითვლება. ავტორიტეტულმა გამოცემა The Economist-მა კი, “ბიგ მაკი” ინდექსის საწყისად აიღო, რომლითაც სხვადასხვა ვალუტების შედარებით სიძლიერეს ზომავს.

შეგახსენებთ, რომ McDonald’s-ი უდიდესი სარესტორნო ქსელია მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $213 მილიარდს აღემატება. 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში McDonald’s-ის 40,275-ზე მეტი რესტორანი ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები