მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული Blackstone-ი ინდურ ბანკში $705-მილიონის ინვესტიციას ახორციელებს

TechnoPro

მსხვილმა ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Blackstone Group-მა ინდოეთის Federal Bank-ში $705 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად, ის ბანკის 9.9%-ის მეწილე გახდა, რაც თავად Blackstone-ს უმსხვილეს აქციონერად აქცევს. მსხვილი ამერიკული ბანკის ინდურ ბაზარზე შესვლა და კერძო საბანკო სექტორის მნიშვნელოვანი მოთამაშის აქციების ყიდვა ადასტურებს, რომ ამ მიმიმართულებით ინვესტორების დაინტერესება იზრდება. იზრდება, რადგან ბოლო პერიოდში ინდოეთში დაკრედიტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეკონომიკა კი მეტად დასტაბილურდა.

თუ ინდოეთის სახელმწიფო რეგულატორი Federal Bank-სა და Blackstone Group-ს შორის შეთანხმებას დაამტკიცებს, ამერიკული საინვესტიციო კომპანია ინდური ბანკის დირექტორთა საბჭოში ერთ ადგილს მოიპოვებს. ამასთან, ეს იქნება BlackStone-ის ისტორიაში, აზიურ საბანკო სექტორში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიცია.

Federal Bank-ში გარიგების დადებას დადებითად ეხმაურებიან და განმარტავენ, რომ კაპიტალის შემოდინება ბანკისადმი სანდოობას, ასევე მის გაფართოებას შეუწყობს ხელს. გაფართოებაში კი Federal Bank-ის წარმომადგენლები არამარტო დაკრედიტების მოცულობის ზრდას, არამედ ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას გულისხმობენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, Blackstone-ის მიერ ინდურ ბანკში $705-მილიონიანი ინვესტიციის ჩადება ადასტურებს, რომ ქვეყნის ფინანსური სექტორი მზარდი და ეფექტურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები