მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული გამოცემა Site Selection Magazine საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

5faaa51b4e7c7
BM.GE
10.11.20 18:55
561
„საქართველო - ქვეყანა უდიდეს ისტორიით და კიდევ უფრო დიდი პოტენციალით - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ამერიკულმა ჟურნალმა Site Selection Magazine-მა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

სტატიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს. ამასთანავე, სტატიაში მკითხველი არსებული ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოცდილებებსაც გაეცნობა.

Site Selection Magazine არის საერთაშორისო ჟურნალი, რომელიც ფოკუსირებულია ინვესტიციებსა და საინვესტიციო სფეროზე და რომლის 44 ათასი გამომწერების უმრავლესობას გლობალური კომპანიები წარმოადგენენ. გარდა პოტენციური ინვესტორებისა, ჟურნალის გამომწერები არიან საკონსულტაციო და კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც პოტენციურ ინვესტორებს ურჩევენ რომელ ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიცია.

საქართველოს შესახებ საინვესტიციო პროფილი მომზადდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით.

გაეცანით ამერიკული გამოცემის სტატიას სრულად.

(NS) 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები