მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული ინვესტიციების ინტერესი რეგიონში კლებადია, ამ ტენდენციას ბევრი მიზეზი აქვს - ბახტაძე

61b1070665d5f
BM.GE
08.12.21 23:21
1077
სამწუხაროდ, შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და ახლა უკვე აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ბახტაძემ ფონდის პირველ ღონისძიებაზე განაცხადა. მან შექმნილი ვითარების მიზეზად ავღანეთში მიმდინარე მომხდარი მოვლენები და ევროპაში ენერგობაზრების კრიზისი მოიყვანა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შესახებ მეტყველებს.

„ჩემი შეფასებით ეს ახალი რეალობა და ბალანსი უფრო მყიფე და სახიფათოა. თუმცა, ახლა ვაშინგტონში ვარ და ნათლად ვხედავ გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან, ასევე ექსპერტებისა და კვლევითი ცენტრების მზაობას, რომ იყოს განხილვა თუ რა უნდა იყოს აშშ-ის , როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერის პასუხი ამ გამოწვევებზე, რადგანაც მათ აქვთ გავლენა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაზე“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ეს საფრთხეები მხოლოდ უკრაინას, საქართველოს ან მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს კი არ ემუქრება, არამედ მთელ მსოფლიოს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამერიკული ინვესტიციები იკლებს.

„ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთია და კვლევებიც ამაზე მიანიშნებენ, რომ ამერიკულ კომპანიებს აქვთ ნაკლებობა ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტებისა, რათა აზიურ და რუსულ კომპანიებს გაუწიონ კონკურენცია“, - განაცხადა მან.

„შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა უნდა იყოს ამის გასაღები, რათა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ეს იყო ჩემი და ჩემი ამერიკელი და ქართველი მეგობრების ძირითადი მოტივაცია, რომ დაგვეფუძნებინა ეს ორგანიზაცია - “ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი”, - დასძინა მან.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF) დააფუძნა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას საქართველოში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ფონდის პირველი ღონისძიება დღეს, თბილისში გაიმართა, რომელსაც მამუკა ბახტაძე ვაშინგტონიდან ჩაერთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები