მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ გამართა პრემიერმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება?

ირაკლი ღარიბაშვილი ზურგით

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოლო წლების ტრადიცია დაარღვია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება, რომელიც რამდენიმე წელია იმართება, წელს არ ჩატარდა.

რატომ არ გაიმართა საზეიმო მიღება 26 მაისს? - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში bm.ge-ის კითხვას ასე უპასუხეს: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება არ გაიმართა იმ მიზეზით, რომ ფორმატი, რომლითაც ის წინა წლებში იმართებოდა, სავარაუდოდ გადაიხედება და შეიცვლება“.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრების ინიციატივით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება ბოლო რამდენიმე წელია იმართება; სხვადასხვა წელს გალა-მიღებას უმასპინძლეს გიორგი კვირიკაშვილმა, მამუკა ბახტაძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა. მიღებაზე, ძირითადად, იწვევდნენ დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს ეკლესიის და მედიის წარმომადგენლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები