მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
18.07.24 13:21
94

22-წლიანი გამოცდილებით, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი, რომელიც ამჟამად სამ სასკოლო კამპუსს აერთიანებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. სკოლა ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით – საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს – College Board-ის მიერ.

1990-იანი წლების ბოლოს, როგორც სტარტაპი, პროგრესი დასაწყისშივე ფოკუსირებული იყო მდგრადობისა და ინოვაციების კონცეფციაზე. ამ ღირებულებებმა და სტრატეგიებმა განაპირობა პროგრესის ბრენდის მტკიცე იდენტობა, რაც მომხმარებელთა ლოიალობასა და ნდობას აძლიერებს. პროგრესმა ძირითადი პრინციპების მეშვეობით შეძლო წარმატების მოპოვება, შენარჩუნება და განვითარება საგანმანათლებლო სფეროში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი წლებია წარმატებით ახორციელებს ისეთ საერთაშორისო პროგრამებს, როგორებიცაა: გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, დიპლომატიური სასწავლო ვიზიტი ბრიუსელსა და ჰააგაში, ინგლისური ენის სასწავლო პროგრამა დიდ ბრიტანეთში, ზაფხულის და ზამთრის სკოლა პრაღაში, გაეროს მოდელირებული კონფერენციები რომსა და ნიუ-იორკში.

პროგრესის სამივე სკოლის ბაზაზე დაფუძნებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მსურველებს სთავაზობს მოსამზადებელ კურსებს სხვადასხვა მიმართულებით: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება (ძირითადი და არჩევითი საგნები), AP საგნები, SAT, IELTS, FCE, TOEFL-ის გამოცდებისთვის მომზადება, ზოგადი ინგლისური ენის კურსი.

პროგრესში ფორმალურთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას, რაც მოსწავლეებს ეხმარება თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. სკოლაში ფუნქციონირებს ინტელექტუალური კლუბი, რომლის ფარგლებშიც იმართება გუნდური ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? და ინდივიდუალური ინტელექტუალური თამაში ჯეპარდი. დებატების, წიგნიერების, კინო, მოლაშქრეთა, სამაგიდო თამაშების, ეკოკლუბი, არტთერაპიის და ა.შ. კალათბურთის, ჭადრაკის, ხელსაქმის, ხატვის, ცეკვის და თეატრალური წრეები.

სკოლა პროგრესი ორიენტირებულია ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ სიახლეებს. შედეგად, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს საბავშვო ტექ-სკოლა Re:School, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ვებპროგრამირების საფუძვლები, კიბერუსაფრთხოება, ვებ დიზაინი და თამაშების შექმნა. გარდა ამისა, სამივე ქალაქის სკოლა აღჭურვილია ქიმიის, ბიოლოგიისა და STEM–ის თანამედროვე ლაბორატორიებით.

"მივესალმებით ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. 22 წლიანი გამოცდილებით, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი წარმატებით აგრძელებს განათლების ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვას საქართველოში. სკოლაში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურული გარემო და ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც ქმნიან საიმედო საფუძველს ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

საერთაშორისო პროგრამები, არაფორმალური განათლება, ინოვაცია და ტექნოლოგიები პროგრესის ძლიერი მხარეა. როგორც მოგეხსენებათ, განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება ბიზნესის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები