მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

უოლ-სტრიტი

ამერიკული საფონდო ბირჟა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. S&P 500-ის შეფასება 6,600-იან ნიშნულს აღწევს, რაც ერთწლიან პერიოდში 17.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია; რაც შეეხება Nasdaq-ის ინდექსს, ის 22,300-იან ნიშნულამდეა გაზრდილი, რაც წლიურად 27%-იან მატებას წარმოადგენს.

უოლ-სტრიტზე არსებული აღმასვლის ფონზე, უმსხვილესი ამერიკული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრადაა მომატებული.

რეიტინგში პირველ ადგილს NVIDIA იკავებს, რომელსაც ინვესტორები 4 ტრილიონ 327 მილიარდ დოლარად აფასებენ.

მეორე ადგილზე $3.8-ტრილიონიანი შეფასებით Microsoft-ს ვხედავთ, ხოლო მესამე ადგილზე $3.5-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით Apple-ია წარმოდგენილი.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა აშშ-ის ისტორიაში, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკით და ამერიკული კორპორაციული სექტორის მზარდი შემოსავლებით არის განპირობებული. ამასთან, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მიმდინარე კვირას FED-ი რეფინანსირების განაკვეთის შემსუბუქებას დაიწყებს, რაც ბირჟას დამატებით ზრდის საშუალებას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები