მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული საინვესტიციო ფონდი Cerberus-ი ბახვის 12-მეგავატიან ჰესს ააშენებს

5f40018f94fab
შოთა ტყეშელაშვილი
21.08.20 20:47
1849
დღეს ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Cerberus-სა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც გურიაში მცირე ჰიდროელექტროსადგურის - „ბახვი 1“ -ის მშენებლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ მოაწერეს. ღონისძიებას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო.

ახალი ენერგეტიკული პროექტის დადგმული სიმძლავრე 12 მეგავატი იქნება და მისი მშენებლობის ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტს  „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ განახორციელებს.

"ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც კოვიდ-ს ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც, ეს არის ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

Cerberus Capital Management-ი კერძო საინვესტიციო ფონდია, რომელიც $50 მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები