მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულმა კომპანია „სტემსქეილმა“ საქართველოში ფილიალი გახსნა, რომელიც ბიზნესს სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს - მიხეილ კუკავა დეტალებით

კუკავა

ამერიკულმა კომპანიასტემსქეილმა“ საქართველოში ფილიალი გახსნა. კომპანია ბიზნესს მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსების და კაპიტალის ანალიტიკას, საწარმოს მონაცემების მართვას, რესურსების დაგეგმვას და კომერციალიზაციის მომსახურებას გაუწევს.

როგორც "სტემსქეილის" მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა მიხეილ კუკავამ BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განმარტა, კომპანია ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით იმუშავებს და ბიზნესებს საშუალებას მისცემს, გაიაზრონ, სად არიან ახლა და რა მიმართულებით შეიძლება განვითარება სურდეთ.

„კომპანიის საქართველოში შემოყვანის მიზანი ეს იყო რომ ბიზნესი ხშირად ვერ ხედავს რა აწუხებს. მაგალითად, ვერ ითვლიან, საკვანძო ფინანსურ და მარკეტინგულ მაჩვენებელს, როგორიც არის მარჟები, ან ერთი კლიენტის შეძენის ღირებულებას, ან მომხმარებელთა ერთი ჯგუფისგან მოსალოდნელი შემოსავალი რა არის - ეს ის მაჩვენებლებია, რომელიც ჩვენი გამოცდილებით ძალიან ბევრი ბიზნესი ვერ ითვლის და ეს სხდება ხოლმე ბიზნესების ბაზრიდან გავარდნის, ან წარუმატებელი დებიუტის მიზეზი და ამ პრობლემების მოგვარებაში გვინდა ბიზნესს დავეხმაროთ, რადგან ამას სტანდარტიზებული გადაწყვეტები ვერ უზრუნველყოფს.

არის სტანდარტიზებული გადაწყვეტები, რომელიც სხვადასხვა კომპანიისთვის გამოდგება მაგრამ ეს არ არის ის, რითაც შეიძლება ყველა [ბიზნესის] ტკივილი მოისმინო“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ და დასძინა, რომ აღნიშნული სერვისები გააზრებულია 14 სხვადასხვა ინდუსტრიის ჭრილში და ეს ის ინდუსტრიებია, სადაც საქართველოში ბიზნესიდან გავარდნის მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია.

მიხეილ კუკავას თქმით, კლიენტებთან შეხვედრების პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ როგორც ის ამბობს, კომპანიის თვითმიზანი არ არის კლიენტი, მათი მიზანი ამ კომპანიებისთვის "ღირებულების დამატებაა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები