მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამირან გამყრელიძე აცრის შემდეგ კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობაზე განცხადებას აკეთებს

60535a3070dd9
ინგა მურუსიძე
18.03.21 17:52
2010
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალციხეში მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს. როგორც მან დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე თქვა, 27 წლის ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და მას სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანენ.

„დღეს ახალციხეში, "იმედის კლინიკაში", რომელიც სამი დღეა აწარმოებს აცრებს, უკვე აცრილი ჰყავთ 16 ადამიანი; 12:15 წუთზე აიცრა 27 წლის ქალბატონი, რომელიც სისტემატიურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ ქალბატონმა პირდაპირ ეთერში მისცა კიდეც ინტერვიუ ერთ-ერთ არხს და სამედიცინო პერსონალს მოუწოდა აცრების გააქტიურებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში დაუყოვნებელი რეაქცია განვითარდა.

ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ - სხვა ტიპის, რადგან სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ექიმებთან წინასწარი კონსულტაციის შედეგად ამბობენ, რომ ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ადამიანს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული მოქმედებები, თუმცა ანაფილაქსიური რეაქცია არ მოიხსნა, მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა ინტუბირება. ამჟამად ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ხდება მისი თბილისში გადმოყვანა. ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ.

მისი თქმით,  მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და აცრასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ნებისმიერ ვაქცინას თან ახლავს თანმდევი რეაქცია და ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან ანაფილაქსიური რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები