მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსზე პირველი ნიმუშები უკვე ბათუმში გაიტესტა

5e6a5628f0ae5
დავით ჯალაღონია
12.03.20 19:32
1536
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსზე პირველი ნიმუშები უკვე ბათუმში გაიტესტა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ დეცენტრალიზაცია. გუშინ უკვე პირველი ნიმუშები გაიტესტა ბათუმში, ხვალ იმედი მაქვს, ქუთაისშიც გაიტესტება, შემდეგ თანდათან ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო ერთვება. დღეს ასევე ერთ–ერთ ლაბორატორიასთან გვქონდა მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, რომ ლაბორატორიული კვლევები ხელმისაწვდომი იქნება გეოგრაფიულად თანამემამულეებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 25 შემთხვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები