მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარება დიდხანს მოგვიწევს

6050b0c24e921
ინგა მურუსიძე
16.03.21 17:27
1480
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის მიუხედავად, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ჰიგიენის ნორმების დაცვა დიდხანს იქნება საჭირო.

გამყრელიძე NCDC-ის სხვა წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენციას მართავს.

„ჩვენს ქვეყანაში COVID-ეპიდემიის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის, თუმცა ამასთან ერთად, დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხშირად ხელების დაბანა და სანიტარიზაცია; ასევე მოგვიწევს უარის თქმა დიდ შეკრებებზე, იქნება ეს სასიხარულო, სამწუხარო თუ სხვა მიზეზით შეკრება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში კოლექტიური იმუნიზაციის ჩამოსაყალიბებლად მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები