მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ მიმართავს

5fa3ec12772a1
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.20 16:23
914
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებს მიმართა და საარჩევნო კამპანიების წარმოებისას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესები ისე უნდა იმართოს, რომ ადამიანთა უპირველეს უფლებებს საფრთხე არ დაემუქროს.

„მესმის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა და მეორე ტური იქნება, ამიტომ გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას, ვინც ახლა პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული - ადამიანის უფლებებიდან უპირველესი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებაა, ამიტომ ამას ყველამ გავუწიოთ ანგარიში.

დღეს გარდაცვლილთა პროცენტული შეფარდება ინფიცირებულებთან არ არის მაღალი, თუმცა თითოეული გარდაცვალება ოჯახებისთვის ტრაგედიაა. ეს მაჩვენებელი გვეზრდება ქვეყანაში და ინფიცირების მატებასთან ერთად კიდევ გაგვეზრდება, ამიტომ თითოეული დამატებული ინფექცია არის გართულების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში და განსაკუთრებით ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. ამიტომ მოვუფრთხილდეთ ადამიანებს. დიდი თავშეყრები ინფექციის გავრცელების ყველაზე პოტენციური დიდი რისკია. ხაზს ვუსვამ - მოვუწოდებ ყველას ვინც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს - დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დღეს სახელმწიფო იძლევა", - მიმართა პოლიტიკოსებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს წინასაარჩენო პერიოდშიც მიმართა და მაშინ წინასაარჩევნო შეხვედრების ღია სივრცეებში გამართვისკენ და პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები