მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამირან გამყრელიძე სასულიერო პირებს და მრევლს მიმართავს

5f981bfe5433e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.20 17:12
2338
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სასულიერო პირებს და მრევლს მიმართავს და covid-რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეკლესიებში მსახურების ჩატარების წესებს და მისგან მომდინარე რისკებს შეეხებოდა.

„როდესაც საკითხი ეხება დედა ეკლესიას, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას, შეკითხვები ძალიან რთული და სენსიტიურია. კითხვები ეკლესიასთან დაკავშირებით ისმებოდა მარტ-აპრილში, წინასააღდგომო დღეებშიც და იქ დაავადებათა კონრტროლის ცენტრმა თავისი რეკომენდაციები გასცა.

ახლა, როდესაც ინფექციის გავრცელების ინტენსიურ ფაზაში ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იგივე რჩება, რომ უნდა დავიცვათ დისტანცია, უნდა ვიყოთ პირბადით - იქნება ეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის გარეთ და რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს, იქნება ეს ეკლესიებში, თუ მის გარეთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები