მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ამის გამო რაღაც ბუას ნუ შევქმნით“ - ამირან გამყრელიძე ინდურ შტამზე

6091171c59b2c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.21 13:49
933
ეს შტამები რაღაც დროს ყველა ქვეყანაში გაჩნდება და იქნება. ამის გამო რაღაც ბუას ნუ შევქმნით, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ინდური შტამის შემთხვევაში არსებული ვაქცინების ეფექტურობას შეეხებოდა.

NCDC-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მსოფლიოში დღეს არსებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინები მეტ-ნაკლებად ყველა მუტირებულ შტამზე მოქმედებს.

„გთხოვთ, რომ ინდურ შტამზე ძალიან დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით. რადგან თვითონ ინდოეთში, ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული, იქ პრევალირებს ბრიტანული შტამიც. ე.წ. ორმაგი მუტაცია, რაც ინდურ შტამს ახასიათებს არის, მაგრამ უმცირესობაშია, უმრავლესობაში ე.წ. ბრიტანული შტამია.

ეს შტამები რაღაც დროს ყველა ქვეყანაში გაჩნდება და იქნება. ამის გამო რაღაც ბუას ნუ შევქმნით, იმიტომ რომ ვაქცინები, რაც ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტურობით მუტირებულ შტამებს ფარავენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები