დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 9 მარტის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 2 495 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 273 137 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 139 იყო.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 267 015-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 129 იყო. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 601-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 9 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 252 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 114 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 1 383 პირია. ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით - 6 351, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 3 464, PCR ტესტით - 2 887.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური - 2,19%, ბოლო 14 დღის - 1,49%, ბოლო 7 დღის - 1,63% იყო.




























