მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამჟამად საქართველოში 2 976 აქტიური კოვიდ-შემთხვევაა

604a5090ee76b
თამთა ჯიჯავაძე
11.03.21 23:50
349
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 11 მარტის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 2 976 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 274 045 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 395 იყო.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 267 421-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 310 იყო. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 622-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 9 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 11 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 252 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 133 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 1 324 პირია.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 065, PCR ტესტით - 9 529.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური - 1,61%, ბოლო 14 დღის - 1,5%, ბოლო 7 დღის - 1,83% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები