მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამჟამად საქართველოში 3 672 აქტიური კოვიდ-შემთხვევა ფიქსირდება - სტატისტიკა

602ffdb824792
თამთა ჯიჯავაძე
19.02.21 23:50
369
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 19 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 3 672 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 267 701 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 388 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 260 597-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 331 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 406-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 7 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 19 თებერვლის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 253 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 232 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 1 813 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 2 679 697 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული. ბოლო 24 საათში ჩატარებულია კვლევა ტესტით - 16391, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10091, PCR ტესტით - 6300.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური - 2,37%, ბოლო 14 დღის - 2,7%, ბოლო 7 დღის - 2,4% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები