მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამჟამად საქართველოში 5 189 აქტიური კოვიდ-შემთხვევა ფიქსირდება

606b599f245b7
თამთა ჯიჯავაძე
05.04.21 23:40
562
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 5 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 5 189 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 285 061 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 228 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 275 024-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 425 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 822-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 11 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 5 აპრილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 219 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 218 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 1 876 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით - 9 211, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5090, PCR ტესტით - 4 121.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური - 2,48%, ბოლო 14 დღის - 1,85%, ბოლო 7 დღის - 2,1% იყო.

ამდროისთვის, საერთო ჯამში ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები