მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამჟამად საქართველოში 509 მძიმე კოვიდ-პაციენტია - ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 141 ადამიანია

601e405be07bf
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 11:05
379
საქართველოში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 602 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 510, საიდანაც: 2 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 033, აჭარაში - 182, იმერეთში - 456.

მძიმე პაციენტია 509 პირი, მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში - 40, იმერეთში - 131.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 141 პირი, მათგან თბილისში - 100, აჭარაში- 5, იმერეთში - 14. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 117 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამასთან, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 208, ხოლო აჭარაში - 175.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 566 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 715 პირი, აჭარაში - 811, იმერეთში - 1 487.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები