დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 4 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 5 466 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 260 480 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 583 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 251 748-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 671 იყო.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 240-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 19 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 4 თებერვლის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 430 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 277 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2 341 პირია.
NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 2 414 410 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 16 605, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9 917, PCR ტესტით - 6688.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური - 3,51%, ბოლო 14 დღის - 4,41%, ბოლო 7 დღის - 3,79% იყო.




























