მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით 25 911 ადამიანია ინფიცირებული

5fce696e49063
თამთა ჯიჯავაძე
07.12.20 23:50
390
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 7 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 25 911 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 164 976 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 501 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 137 499-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს, ზრდა 3 988 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 540-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 36 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 7 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 1 267 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 744 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 963 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 610 374 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები