მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამხელა ორგანიზაციაში შენი წარმომადგენლის არყოლა დამაზარალებელი იქნება - ნიკა მანჯგალაძე პოლოლიკაშვილზე

ნიკა მანჯგალაძე

ნებისმიერი მომენტი, როდესაც შენ არ გყავს შენი წარმომადგენელი ამხელა ორგანიზაციაში, დამაზარალებელი იქნება - ასე აფასებს ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებელი საქართველოს მიერ UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას.

როგორც ნიკა მანჯგალაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე საუბარი ძალიან რთულია. თუმცა მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შარშან საქართველოში UNWTO-ს ეგიდით ორგანიზებულ მსოფლიო ტურიზმის დღის ჩატარებაში ზურაბ პოლოლიკაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

„ნებისმიერი ის მომენტი, როდესაც შენ არ გყავს შენი წარმომადგენელი ამხელა ორგანიზაციაში, დამაზარალებელი იქნება. თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ შარშან ზურაბ პოლოლიკაშვილის დამსახურებით უზარმაზარი სამიტი შედგა საქართველოში. ჩვენ შეიძლება ამას ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ირიბად საქართველოს მიმართ მისი დახმარება ხომ ყველა ვარიანტში იქნებოდა. ძალიან რთულია [კანდიდატურის მოხსნის] მიზეზებზე საუბარი, ალბათ რაღაც მომენტში გაირკვევა. ნამდვილად ვიცი, რომ ზურა არ დაიკარგება, ისეთი სპეციალისტია თავისი საქმის. [ეს ფაქტი] საქართველოსთვის რამდენად დამაზიანებელი იქნება, ამას ალბათ დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ.

"ოცნებამ“ UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები