რუბრიკა "ადვოკატის" დღევანდელი თემაა: საგადასახადო ამნისტია და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები. 2024 წლის 29 მაისის ცვლილებით, საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 01 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებები, რაც, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ/ავტომატურად უკვე განხორციელდა - მიმდინარე მდგომარეობით, საშუალოდ, უკვე 63 000-მდე ფიზიკურ პირს ჩამოეწერა 300 მილიონ ლარზე მეტი.
სტუმარი: ოთარ კაჭკაჭაშვილი - იურიდიული კომპანია " ოქეი ენდ სი ჯი", დამფუძნებელი და დირექტორი