მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება - ბათუმის აეროპორტში 2 უცხოელი დააკავეს

232

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება - 560 აბი „პრეგაბალინი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები