მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შს მინისტრის მოადგილის პოსტზე შალვა თადუმაძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა

თეიმურაზ კუპატაძე

შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.

კუპატაძე 2024 წლის დეკემბერში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოში საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო დაასანქცირეს, ხოლო „ფორმულის“ ცნობით, იმავე პერიოდში მას ქვეყანაში შესვლა გერმანიამაც აუკრძალა.

შსს-ს ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, მას სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კუპატაძემ ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე გელა გელაძე თანამდებობიდან 2 ნოემბერს გადადგა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები