საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზესი დააკავა.
უწყების თანახმად, ის საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები. დაკავების პროცედურა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე წარიმართა.




























