მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულში ორი პირი თანასოფლელებისგან ₾1.4 მლნ-ზე მეტის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს

მსხვილფეხა პირუტყვი

მარნეულში ორი პირი თანასოფლელებისგან $1.4 მლნ-ზე მეტის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თანასოფლელებს შეუთანხმდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეგროვებინათ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც შემდგომ საზღვარგარეთ გაყიდდნენ. შეთანხმების მიხედვით, რეალიზაციით მიღებული თანხა თანასოფლელებს შორის უნდა განაწილებულიყო.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა პირუტყვის რეალიზაცია განახორციელეს, თუმცა შეთანხმების პირობა არ შეასრულეს. მათ მოტყუებით მიითვისეს თანასოფლელების კუთვნილი 1 470 170 ლარი და 6 600 აშშ დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს. დანაშაული 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები