შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაცია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები მოქალაქეებს სთავაზობდნენ, თითქოსდა საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის, მათთვის თანხა დროებით გადაეცათ. სანაცვლოდ კი ყოველთვიური სარგებლის გადახდასა და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის უკან დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დაზარალებულთაგან თანხა მიიღეს, თუმცა არც შეთანხმებული სარგებელი გადაუხდიათ და არც ძირითადი თანხა დაუბრუნებიათ. საერთო ჯამში, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზიანმა 275 000 ლარი შეადგინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
























