ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 1 446 218 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 41.35%-ია.
შედარებისთვის, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00-ის მდგომაროებით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო 36.71%, რაც ამჟამად არსებულთან შედარებით 4.42 პროცენტული პუნქტით დაბალია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი 17:00-ზე აქტივობამ 45.77% შეადგინა, რაც ამჟამად არსებულ აქტივობაზე 4.64 პროცენტული პუნქტით მეტი იყო.