მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემიგრანტები საზღვარგარეთ, 46 ქალაქში ითხოვენ საარჩევნო უბნების გახსნას - "ცესკოსგან პასუხი არ გვაქვს"

საკონსულო

ემიგრანტები საზღვარგარეთ, 46 ქალაქში ითხოვენ საარჩევნო უბნების გახსნას. ამის შესახებ პარტია „დროას“ წარმომადგენელმა ქეთევან ბარბაქაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი 46 წერილი ცესკოში გაგზავნილია, რომელთაც თითოეულის შემთხვევაში მინიმუმ 50 ადამიანი აწერს ხელს, რაც კანონით არის განსაზღვრული. როგორც მან აღნიშნა, კიდევ 90 ქალაქში მზადდება მსგავსი წერილი და შესაბამისი მოთხოვნები გაიგზავნება.

ცნობისთვის, გასულ წელს, „გირჩი – მეტი თავისუფლება“–მ და „დროა“–მ დაიწყეს პროექტი „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“, რომლის მიზანი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცესის მაქსიმალური გამარტივება იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„2020 წლის მდგომარეობით საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის იყო 50 უბანი და ვინაიდან მილიონამდე ემიგრანტი გვყავს, ეს უბნები ვერ უზრუნველყოფდა მათ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ საჭიროა, რომ უბნების რაოდენობა გაიზარდოს. ცესკოს უბნების გახსნის ვადა 26 სექტემბრამდე აქვს, ანუ არჩევნებამდე 30 დღით ადრე. ჩვენი თხოვნა იყო, რომ უფრო ადრე დაეწყო ცესკოს უბნების გახსნის პროცესი, რათა ემიგრანტებს უფრო ადრე ჰქონოდათ ინფორმაცია, სად ექნებათ მათ საშუალება დააფიქსირონ არჩევანი და შესაბამისად დაგეგმონ არჩევნების დღე. თუმცა ცესკოსგან ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, სად გაიხსნება უბნები“, - განაცხადა ქეთევან ბარბაქაძემ.

მისივე თქმით, საკონსულო აღრიცხვის ვადა 7 ოქტომბრამდეა, იმისთვის რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ.

„ემიგრანტებისთვის ორი გზაა საზღვარგარეთ ხმის მისაცემად: დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ან საარჩევნო რეგისტრაცია გაიარონ ადგილზე, გახსნილ უბანზე, ამისთვისაც ვადა 7 ოქტომბრამდეა“, - აღნიშნა მან.

საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 68 575 მოქალაქე იმყოფება - საგარეო უწყება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები