მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 68 575 მოქალაქე იმყოფება - საგარეო უწყება

საკონსულო

2024 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 68 575 მოქალაქე იმყოფება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს გაგზავნილი წერილის პასუხად მიაწოდა. თუმცა წერილში არ არის დაკონკრეტებული, რომელ ქვეყნებში რამდენი პირი იმყოფება აღრიცხვაზე.

საგარეო უწყების ცნობით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან სრულწლოვანია 66 997 პირი, ხოლო არასრულწლოვანი 1 578.

საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა. საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი, ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი.

საკონსულო აღრიცხვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქემ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში - საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე.

იგეგმება თუ არა საზღვარგარეთ დამატებითი საკონსულოების გახსნა? - მინისტრის პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები