მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ბოჭორიშვილი სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი

2026 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, "სოფიას ეკონომიკურ ფორუმში" (Sofia Economic Forum VII) მიიღებს მონაწილეობას.

სოფიას ეკონომიკური ფორუმი „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით 2018 წლიდან იმართება და საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმის მიზანია ინოვაციური იდეების წარმოჩენა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, პოლიტიკის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება და ბულგარეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიების განხილვა.

როგორც ფორუმის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რიგით მეშვიდე ღონისძებაზე ყურადღება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, ევროპულ ერთიანობას, ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტრატეგიულ განვითარებას დაუთმობს. დღის წესრიგში ასევე იქნება ბულგარეთის ევროზონაში გაწევრიანების პირველი წლის ეკონომიკური შედეგები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები.

ფორუმის ფარგლებში განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და რეგიონულ უსაფრთხოებას, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობას, დემოგრაფიულ გამოწვევებს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებასა და წრიულ ეკონომიკას.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები