2026 წლის 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ყურის ქვეყნებთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა GCC-ის გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია", - აცხადებენ უწყებაში.
























