ნიდერლანდებში, ამსტედრამის "შიპოლის" აეროპორტი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საავიაციო ჰაბად ითვლება, 2029 წლამდე €6-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს, რაც აეროპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება.
აღნიშნული ინვესტიცია 2024-2027 წლებში დაგეგმილი პროექტის გაგრძელებაა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, თავდაპირველად გამოყოფილი €3-მილიარდიანი ინვესტიციის შემდეგ, აეროპორტის განახლებისა და მშენებლობის პროცესი კვლავ გაგრძელდება.
"ჩვენი ინფრასტრუქტურა ჩვენი მომსახურების საძირკველია, თუმცა ის ძალიანაა დაშორებული იმ სტანდარტებისგან, რაც გვინდა ჩვენს მგზავრებს შევთავაზოთ, როგორც ნიდერლანდების ხარისხიანმა აეროპორტმა", - განაცხადა "შიპოლის" აეროპორტის დირექტორმა პიტერ ვან ორდმა.
მისივე თქმით, 2024 წელს აეროპორტი 473 ათასამდე რეისსა და 68 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება.