მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამწეზე დროშის კადრის გავრცელების შემდეგ, შრომის ინსპექცია ობიექტზე შევიდა

კაცი დროშით ამწეზე

თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფის" ობიექტზე, სადაც სამუშაოებს კომპანია "ანაგი" აწარმოებს, პროტესტის მსველობის პარალელურად, ამწეზე დროშით ასული მამაკაცის ფოტოების გავრცელების შემდეგ, აღნიშნულ ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახური შევიდა. მამაკაცი სამშენებლო კომპანია "ანაგში" არის დასაქმებული და ის "ბიოგრაფის" პროექტზე მუშაობს.

კომპანია "ბიოგრაფში" შრომის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების შემოწმებაზე შესვლა დაგვიდასტურეს. მათივე ინფორმაციით ,ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მხრიდან კომპანია არ დაჯარუმებულა და არც სიტყვიერი გაფრთხილება მიუციათ.

კომპანიის თანახმად, შრომის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მშენებლობაზე დასაქმებულებს საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარეს და უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები