ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი ვერ შესრულდა. მიზეზი ძლიერი ნისლი იყო.
როგორც აეროპორტის მმართველ კომპანია "ტავ ჯორჯიაში" bm.ge-ს განუცხადეს, ამ დროისთვის ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება.
"მხოლოდ თურქულმა "აჯეტმა" მოახერხა დაჯდომა, დანარჩენი რეისები გადამისამართდა სადათარიგო აეროპორტებში - ტრაპზონში, ბაქოსა და ერევანში. ახლა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს აეროპორტი", - განგვიცხადეს "ტავ ჯორჯიაში".