მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამჟამად მივიჩნევით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ მსოფლიოში” - ღარიბაშვილი დავოსში

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. მან აღნიშნა, რომ ქვეყანას ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით კარგი მაჩვენებლები ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მთავრობა ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინებას ელის.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა ქვეყნის ეკონომიკა და ამჟამად მივიჩნევით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ მსოფლიოში.

ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, - 7%. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 1%-ზე ნაკლებ ნიშნულზე იყო. წელს ველით, რომ 5%-ზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეს ძალიან კონსერვატიული შეფასებაა. ამიტომ, ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში, პოლიტიკურადაც სტაბილურია საქართველო.

თქვენ ვაჭრობა ახსენეთ, და ეს მიმართულებაც, ზოგადად ყველაფერი, ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ვაფართოებთ სავაჭრო ურთიერთობებსა და კავშირებს.

ასევე მინდა ვახსენო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო გასულ წელს. ეს განსაკუთრებით ასეა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული გასული წლის დეკემბერში და საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ახლა უკვე, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ველით საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები