დღეს, როდესაც ინფორმაციული ნაკადი უპრეცედენტოდ დიდია, ნებისმიერი პროფესიონალისთვის, ექსპერტისთვის თუ კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკუთარი იდენტობისა და ღირებულებების სწორად, ავთენტურად წარმოჩენას. ჩვენი შემდეგი სტუმრის პროფესიული გზა ამის საუკეთესო მაგალითია - ის აერთიანებს საჯარო მმართველობას, საერთაშორისო კვლევებსა და კრეატიულ სტრატეგიას. ანა მანველიშვილი არის საჯარო მმართველობის მაგისტრი, მკვლევარი, გერმანიის პრესის სააგენტოს (dpa) არჩევნების კვლევითი რედაქტორი და შემოქმედებითი სტუდია Anuki Digital-ის დამფუძნებელი. მისი სტუდია ეხმარება ბრენდებსა და დამფუძნებლებს საკუთარი ისტორიის სტრატეგიულად დამაჯერებელ თხრობაში. ამასთან ერთად, ანა აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების პროექტებში და არის ქართველ-გერმანელ ქალთა ალიანსის წევრი.
სტუმარი: ანა მანველიშვილი - Anuki Digital, დამფუძნებელი


































