მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოციალური საწარმო „ტექგოგოს“ მისია და მიზნები - თეო ქავთარაშვილი ქალების ნარატივში

რეგიონებში ქალების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ხშირად, განათლებაზე, განსაკუთრებით კი თანამედროვე ციფრულ პროფესიებზე წვდომა, დედაქალაქს მიღმა ძალიან შეზღუდულია. სწორედ ამ რეალობის შესაცვლელად შეიქმნა TechGogo -ციფრული სოციალური საწარმო, რომელიც ქვემო ქართლში ქალების თვითრეალიზაციას უწყობს ხელს. TechGogo აერთიანებს ციფრულ სკოლასა და სარეკლამო სააგენტოს. მოდელი ასეთია: ის ქალებსა და გოგონებს ჯერ ასწავლის ბაზარზე მოთხოვნად ციფრულ პროფესიებს, სთავაზობს სტაჟირებას და შემდეგ ასაქმებს - როგორც უშუალოდ საწარმოში, ისე პარტნიორ კომპანიებში. როგორ იქცევა ციფრული განათლება ეკონომიკური დამოუკიდებლობის მთავარ იარაღად და რა სირთულეები აქვთ რეგიონში მცხოვრებ გოგოებს?

სტუმარი: თეო ქავთარაშვილი - “ტექგოგო”, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები