მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანა საბახტარიშვილმა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

ანა საბახტარაშვილი

ანა საბახტარიშვილმა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ადგილი დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

„განცხადება რომ არ გააკეთა ორგანიზაციამ, ამიტომ წამოვედი“, - თქვა გადაწყვეტილების შესახებ BM.GE-სთან საუბრისას, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება ანა საბახტარიშვილის პოსტს, ის წერს:

„დღეიდან ჩემი აქტივობები აღარ ასოცირდება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან. ორგანიზაცია, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია და რომლის წარმატება ჩემთვის, როგორც ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორისთვის, პერსონალური წარმატება იყო, ხოლო წარუმატებლობა - პერსონალური წარუმატებლობა, ამიერიდან, ჩემ გარეშე გააგრძელებს საქმიანობას.

ნებისმიერი ჩემი ნაბიჯი, ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული, იყო მკაფიო რწმენით განპირობებული - ჩვენი საქმიანობით ჩვენ ხელს ვუწყობდით ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას და ეს წინსვლა კი აუცილებლად და უპირობოდ გადიოდა ევროინტეგრაციის გზაზე.

არც ერთი წამით, ამ გზაზე ეჭვი არ შეგვპარვია ჩვენი მოქმედების სისწორეში, ეს იციან ჩვენმა წევრებმა, ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმა, დონორებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც თუნდაც ერთ შეხვედრაზე, ერთ ტრენინგზე ყოფილან ასოციაციაში. ყველა ნაბიჯი ემყარებოდა სწორედ ამ რწმენას. მე ვთვლი, რომ ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერება ქვეყნის ეკონომიკას განუზომლად დააზარალებს. მადლობას ვუხდი ყველა წევრს და პარტნიორს თანამშრომლობისათვის. მივდივარ სახლში“.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 13 ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებით გამოეხმაურა. ბიზნესასოციაციები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო, ICC Georgia, EBA Georgia, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, გერმანული ბიზნეს ასოციაცია, აშშ-ის სავაჭრო პალატა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და ICDC.

ირაკლი კობახიძე ბიზნესების კრიტიკულ განცხადებებს ლიბერალურ-ფაშისტურ ბულინგს უკავშირებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები