მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანაგი”: “ძვირად ღირებული მასალების შესყიდვას, ჯარიმის გადახდა და იმის აღიარება სჯობს, რომ ვალდებულებებს ვერ ასრულებ”

623d7d36dc10e
ლიკა გურაბანიძე
25.03.22 23:20
7708
სამწუხაროდ, დღეს მკაფიო წესი არ არის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ჩვენი დარგის სპეციალისტები და მშენებლობით დაკავებული ბიზნეს კომპანიები, და რა ფორმით უნდა მოვახდინოთ არსებითად გაძვირებული მასალის კომპენსირება.” - ამის შესახებ“ანაგის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა bm.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ძირითადი მასალები 40-50%-ით ძვირდება, შეუძლებელია ფასები კომპანიამ საკუთარი რესურსებით დააკომპენსიროს.

“მშენებარე პროექტის ფასში 5-10%-იანი ცვალებადობა სახელმწიფომ შესაძლოა არ გადაიხადოს და ეს ბიზნესმა საკუთარი შესაძლებლობით დააფინანსოს, მაგრამ მაშინ, როდესაც ძირითადი მასალები 40-50%-ით ძვირდება, შეუძლებელია ეს კომპანიამ საკუთარი რესურსებით დააკომპენსიროს. ეს მინიმუმ კონტრაქტის შეწყვეტას ნიშნავს. ბევრი პრაქტიკა ყოფილა, რომ მშენებელს ასეთი ტიპის კომპენსირებას, ურჩევნია კონტრაქტში მუხლი მოძებნოს, რომლის მიხედვითაც კონტრაქტის შეწყვეტისთვის დაჯარიმდება და შეწყვიტოს. ეს კი დაუმთავრებელ მშენებლობას ნიშნავს. სჯობს ჯარიმა გადაიხადო და აღიარო, რომ ვალდებულებებს ვერ ასრულებ, ვიდრე გაცილებით ძვირად ღირებული მასალები შეისყიდო. ჯარიმა დიფერენცირებულია, თუმცა კონტრაქტის ღირებულების 0.5%-ს არ ასცდება.” - განმარტა ირაკლი გოგოლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები