“უნდა ამოვარდეს მაგალითად ანაკლიამდე მისასვლელი გზა და რკინიგზა, რომელზეც 50 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში და ვიცით რომ ეს დღეს აქტუალური აღარ არის", – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა გიგლა მიქაუტაძემ მთავრობის მხრიდან თანხების დაზოგვის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტი ხელისუფლების დღის წესრიგში ისედაც აღარ დგას.
“მთავრობამ თითოეული ხარჯი, რომელიც სცდება ნახევარ მილიონ ლარს, უნდა გააანალიზოს, რამდენად არის ამ მომენტში პრიორიტეტი. ჩვენ დავითვალეთ, ჩვენი შეხედულებით რისი შემცირება შეიძლება და დაახლოებით 800 მილიონ ლარამდე მივედით. არის ისეთი ხარჯები, რომლებიც ნათელია, რომ უნდა შემცირდეს. უნდა ამოვარდეს მაგალითად ანაკლიამდე მისასვლელი გზა და რკინიგზა, რომელზეც 50 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში და ვიცით რომ ეს დღეს აქტუალური აღარ არის. ანაკლიის პორტი ფაქტობრივად აღარ ზის ხელისუფლების დღის წესრიგში და ეს თანხა არის ამოსაღები“, – აღნიშნა გიგლა მიქაუტაძემ.